ანგელა მერკელი კარანტინშია

​გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინშია მოთავსებული. იზოლაციის აუცილებლობა დადაგა, რადგან ექიმს, რომელმაც მერკელს ცოტა ხნის წინ პნევმოკოკზე აცრა ჩაუტარა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მერკელი თავის სამუშაოს სახლიდან, დისტანციურად შეასრულებს და ვირუსზე ტესტირებას რეგულარულად ჩაიტარებს.

რამდენიმე საათის წინ გერმანიაში 2 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. აკრძალვა 2 კვირა გაგრძელდება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: