არჩილ თალაკვაძე: სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილესთან

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის მოადგილესთან, ჰიუ ოქინკლოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, განიხილეს COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება და თანამშრომლობის შესაძლებლობები შეათანხმეს.

„საუბრისას აღინიშნა, რომ წარმატებით ფასდება საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები და რეაგირება.

აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), რომელსაც მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი – პროფესორი ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ კვლევებს უძღვება. ენტონი ფაუჩი აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი უწევს კოორდინაციას“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: