აქ, კანადაში სუპერმარკეტებში ურიკას ჯერ წმენდენ და ისე გაძლევენ

აქ უკვე გამოაცხადეს, რომ კანადაში დაავადება 2 კვირის განმავლობაში ავა პიკზე და ამ დროს აუცილებელია სახლში ყოფნა, გასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, თვითონ არ დაგემართოთ, მაგრამ სხვას მოუტანოთ ვირუსი,-ამის შესახებ კანადაში მცხოვრები ქართველი, მიხეილ გოგოშაძე ქართველი ხალხისადმი ჩაწერილ მიმართვაში ამბობს.

მისი თქმით, ახალი ვირუსი მართლაც ძალიან საშიში დაავადებაა. 

„კანადაში კარანტინი 31 მარტამდეა გამოცხადებული. დაავადების მკვეთრი მატება აღარ არის, მაგრამ ხალხი საკმაოდ შეშინებულია. 24 საათის განმავლობაში ხდება მაღაზიების შევსება და პროდუქტის არანაირი დეფიციტი არ არის. კანადაში ჩვენ ერთმანეთისგან 1,5 მ დისტანცია გვიჭირავს, მარკეტებში ურიკას წმენდენ ჯერ და ისე გაძლევენ. აქ უკვე გამოაცხადეს, რომ კანადაში დაავადება 2 კვირის განმავლობაში ავა პიკზე და ამ დროს აუცილებელია სახლში ყოფნა, გასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ თვითონ შეიძლება არ დაგემართოთ, მაგრამ სხვას მოუტანოთ. ეს მართლა ძალიან საშიში დაავადებაა და არ მინდა ქართველებს დაემართოთ, ისედაც ცოტანი ვართ. 

იტალიას რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ, 50 000-ს გადააჭარბა დაავადებულთა რაოდენობამ, მთავრობამ ვერ შეძლო, რომ ხალხისთვის გაეგებინებინა, დარჩენილიყვნენ სახლებში და არ ევლოთ გარეთ.

საქართველოში აუცილებელია ისევე, როგორც კანადაში, გამოსცენ განკარგულება, რომ ერთმანეთისგან შორს დაიჭიროს მოსახლეობამ თავი, ფეისბუქშიც კარგად შეგვიძლია დროის გატარებაც და სერიოზულ თემებზე საუბარი, თავი უნდა შევიკავოთ და თავი დავიცვათ, რათა დავიცვათ იმ ხალხის ჯანმრთელობაც, ვინც ჩვენს გარშემოა. კანადაში ჩვენ ერთმანეთისგან 1,5 მ დისტანცია გვიჭირავს, მარკეტებში ურიკას ჯერ წმენდენ და ისე გაძლევენ. 5 წუთი ცდა გვიწევს. მოკლედ, ხელები დაიბანეთ და ერთმანეთისგან შორს იარეთ, ეს არის ჩემი თხოვნა“,-ამბობს კანადაში მცხოვრები ქართველი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: