დიბალა – მე და ჩემს მეგობარ გოგონას კორონავირუსი დაგვიდგინდა

ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ყველაფერი კი დიბალამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სოციალური გვერდის მეშვეობით უარყო.

დღეს კი რამდენიმე წუთის წინ “იუვენტუსის” ვარსკვლავმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მას და მის მეგობარ გოგონას ორიანას კორონავირუსი დაუდგინდა.  დიბალამ ასევე დაწერა, რომ თავს ამ მომენტში კარგად გრძნობს და ემორჩილება მედიკოსების რჩევებს.

სამწუხაროდ, დიბალას გარდა გუნდში, ბლეზ მატუიდი და დანიელე რუგანი არიან კორონავირუსით დაინფიცირებული

Paulo Dybala@PauDybala_JRHola a todos, quería comunicarles que acabamos de recibir los resultados del test del Covid-19 y tanto Oriana como yo dimos positivo. Por fortuna nos encontramos en perfecto estado. Gracias por sus mensajes y un saludo a todos


Facebook Comments
%d bloggers like this: