ესპანელი ექიმი – რა შემთხვევაში შეიძლება შეგხვდეთ covid-19 მძიმე, ან მსუბუქი ფორმით

ახლანდელი ინსტრუქციით, ჩვენთან ტესტები საერთოდ აღარ კეთდება, მხოლოდ ჰოსპიტალში და მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს უკეთებენ. მე არ მაქვს საშუალება, კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში, პაციენტი ტესტის ასაღებად გავგზავნო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესპანეთში ეპიდემიის რეალური მასშტაბი უცნობია,-ამის შესახებ ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე, ლოს კრისტიანოს სამედიცინო ცენტრის ექიმი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს. 

 ექიმი ამბობს, რომ დღეს ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ სამედიცინო ცენტრები და ჰოსპიტლებია, სადაც არანაირი დამცავი მექანიზმი არ მუშაობს. 

„მე მქონდა კონტაქტი პაციენტთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ტესტის გაკეთება. როდესაც  გამომიძახეს და მითხრეს, რომ მეც საშიშროების ქვეშ ვიყავი და 14 დღე თავი იზოლაციაში უნდა მომექცია, მალევე შეცვალეს განკარგულება და გამომიცხადეს, რომ უნდა გამეგრძელებინა მუშაობა, სანამ კლინიკური სიმპტპომები არ გამომიმჟღავნდებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდეთ, ასეთი სამედიცინო ცენტრები და ჰოსპიტლები კორონავირუსის გავრცელების პირველი საშუალებაა. ვფიქრობ, ყველა დავავადდებით , ღმერთმა ქნას, იოლი ფორმით“,-აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, COVID-19-ის გამომწვევი ახალი ვირუსი საკმაოდ მძიმე ვირუსია. თუმცა მნიშვნელობა აქვს, რა სიმძიმის დავირუსება ხდება. 

„მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მძიმე ვირუსია, რადგან ვხვდები ექიმებს, რომლებიც ასეთ პაციენტებთან მუშაობენ. ეს ვირუსი უერთდება ფილტვებში მყოფ უჯრედებს, ეს რეცეპტორები გულის კუნთშიცაა. ძირითადად აზიანებს მამაკაცებს, უფრო კი, მწეველებს, რადგან მათ ეს რეცეპტორები მეტი აქვთ. მძიმე დავირუსების დროს, ფილტვებში მდებარე პატარა ბუშტუკები, რომლებიც ჟანგბადს შეიწოვენ, სკდება, იწყება მძიმე ანთებითი პროცესი, სისხლჩაქცევა, სუნთქვის ძლიერი უკმარისობა. თუ დავირუსება უფრო მსუბუქია, ეს პროცესი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

რატომ არის საჭირო სახლში ჯდომა? იმიტომ, რომ რაც შეიძლება, ნაკლები კონტაქტი გქონდეთ ვირუსთან. თუ გექნებათ კონტაქტი ისეთ პაციენტთან, რომელსაც მსუბუქი ფორმის ვირუსული ინფექცია აღენიშნება, თქვენ სავარაუდოდ, გამოიმუშავებთ ანტისხეულებს და არ დაავადდებით, ან მსუბუქ ფორმებში გადაიტანთ ინფექციას. თუ ივლით მაღაზიებში, საბავშვო მოედნებზე, პლაჟზე და გექნებათ კონტაქტი არა ერთ, არამედ 20 პირთან, ვინც კორონავირუსის ინფექციას ატარებს, ამ შემთხვევაში უკვე ვირუსული დატვირთვა მძიმეა და საჭიროება ხდება ჟანგბადის ხელოვნური მიწოდების, ფილტვების სავენტილაციო აპარატის და ა.შ., რაც ჩვენს კუნძულზე თითზე ჩამოსათვლელია.

არავითარი პანიკა, რა შუაშია!, უბრალოდ, მოგიწოდებთ, იყავით სახლში. მათ კი, ვინც ამ დრომდე ვერ მიხვდა, რა ხდება, ვურჩევ უყუროს 2011 წელს გადაღებულ ამერიკულ ფილმს „ინფიცირება“. ამის შემდეგ ვფიქრობ, მიხვდებით, რატომ არ შეიძლება გარეთ გასვლა და რატომ არ უნდა წაიყვანოთ ბავშვი სათამაშოდ საბავშვო მოედანზე. 

რა შეიძლება მოხდეს? სამეცნიერო კვლევებით, ზოგადად ასეთ ვირუსებს ახასიათებს ორი თვისება: ან სუსტდება და ადამიანი, რომელიც ინფიცირდება, დაავადებას ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის მსგავსად გადაიტანს, ან უფრო აგრესიული და საშიში ხდება. 

როგორი იქნება შეცვლილი მსოფლიო, ჯერ არავინ იცის, მაგრამ  ისეთი ნამდვილად ღარ იქნება, როგორც იყო“,-ამბობს ექიმი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: