მარნეულიდან გადმოყვანილ კორონავირუსიან პაციენტს 90-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ექიმები 99%-იან არაკეთილსაიმედო შედეგს პროგნოზირებენ.

დაინფიცირების ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მარნეულში გამართული სარიტუალო სუფრა, რომელსაც ადგილობრივებთან ერტად აზერბაიჯანიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ.

პაციენტმა საავადმყოფოს მხოლოდ მაშინ მიმართა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მანამდე მას წინასწარი მონაცემებით, 90 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: