ნატო დუმბაძე – ახლა ვესაუბრე ჩემს მეგობარს იტალიაში და მთხოვა გამეჟღერებინა ეს თხოვნა!

მოკლედ მეგობრებო, ახლა ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს წლებია და მოქალაქეც არის, მთხოვა გამეჟღერებინა ეს თხოვნა!

ვინაიდან იტალიასთან ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს და გარდა ამისა, უდიდესი ფულის შემოდინებაც აქვს ქვეყანას ამ რეგიონიდან, იქნებ რაღაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს საქართველომაც ერთჯერადი პირბადეებით! თუნდაც თვითღირებულებით!როგორც მან მითხრა, იტალიას მიაჩნია, რომ ევროკავშირმა ნაწილობრივ ზურგი შეაქცია, მხოლოდ ჩინეთი დაუდგა გვედში, მეც ვფიქრობ ჩვენი გვერდზე დგომა მნიშვნელოვანი იქნება ასეთი გაჭირვების ჟამს თუ ამის შესაძლებლობა შესწევს სახელმწიფოს! როგორც ცნობილია აჭარა ტექსტილმა დაიწყო ამ ერთჯერადი პირბადეების შეკერვა და იქნებ როგორმე გავუნაწილოთ ან შევუკეროთ! არასოდეს დაგვივიწყებენ!,-წერს პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: