პატრიარქი: ეს გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, არ შეგეშინდეთ

“ეს გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, არ შეგეშინდეთ, მტკიცედ იდექით”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

“უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი, ეს ჯვარი მიგვიყვანს სასუფეველში. დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყავართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ.

ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფელეში. თქვენ გეუბებიან, რომ შორიშორს დადექითო, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. ჩვენ სამღვდელოებას ვუთხარი მე, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს, ვმადლობ უფალს, რომ ასეთი მოწყალეა.

არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი, ვმადლობთ უფალს, ეს რაც ხდება შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო- ეს ყველაფერი თქვენთვის არის, იოლი შესასრულებელია. მთავარია, რომ ჩვენ არ გავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა.

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა, არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს, დალოცვილი იყავით, გახარებული , ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: