რატომ გავყვირი მე აქ რომ ცუდი მორწმუნე ვარ, როცა საერთოდ არ მეშინია იმ კოვზის-ნინო ახობაძე

,,აი ვზივარ და ვუყურებ
ვკითხულობ ვკიითხულობ და
მაოცებენ ისევ ადამიანები..
მერამდენედ ვწერ, უკვე მერიდება: მე არ ვარ ის მორწმუნე, რომელიც ყველა წესს იცავს, წირვა-ლოცვებზე დადის და ეზიარება ჩემდა საუბედუროდ ვერ ვარ. ჰოდა…..

ვკითხულობ ადამიანებს აქ და ხან ერთის მხარეს ვარ, ხან მეორის, ვერ ჩამოვყალიბდი რადგან
არ ვარ მე კარგი მორწმუნე, ადვილად მერევა ხოლმე ბოროტი.
არც პარანოია მაქვს, მადლობა იმ უფალს, რომლისაც ხან მჯერა და ხან ეჭვით ავხედავ ხოლმე, იმიტომ რომ მგონია ცაში ცხოვრობს. ჩემში თუა, ხშირად ვერ ვგრძნობ და ამიტომაც ვარ მე ცუდი მორწუნე.
თუმცა!

რაც დრო გადის და რაც მეტს ვკითხულობ თქვენს ნააზრევს ჩემო მეგობრებო, რაც მეტად ვაკვირდები თქვენს კამათს
ვრწმუნდები აი რაში:
-ეს ვირუსი შემოგდებულია, არავითარი ღამურა და ჩინელი;
-ყველაზე მეტი გაფრთხილება, რაც დღეს პლანეტაზე ისმის ყველა ენაზე, არის “ერიდეთ თავშეყრის ადგილებს”! და ეკლესიაა სწორად ის ადგილი, სადაც ადამიანები ყველაზე დიდი რაოდენობით და ხშირად იყრიდნენ თავს (ნუ აქამდე);
-ზიარება გახდა სადაო, ეს ცუდია, ეს კატასტროფის დასაწყისია და არავინ მითხრათ რომ “ეს დროებითია”!
-მასონთა სასარგებლოდ უკვე ერთით ნულია და თუ ასე გაგრძელდა, ათამდე ავლენ, მოიგებენ.
-პატრიარქის გადაწყვეტილებებს ცინიკურად უყურებს უკვე ის ნაწილიც ადამიანებისა, ვინც გუშინ მის ფოტოებს მიყრიდა ჩატში;
რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ ახლა ეს ჩემი ნაწერი და ბოდვად
ჩვენ განვიკურნებით ხორცით, წამოვდგებით როგორღაც ფეხზე მატერიალურადაც და
აი სულს
აი რწმენას რას ვუშვებით?
უფლის სახლიაო ეკლესია და აქამდე თუ ჯიპიან მამაობზე ვღადაობდით, ახლა ზიარების საიდუმლო გახდა საკამათო და ტაძარში შესვლა კორონასთან ასოცირებული!
—-
ოღონდ ეს ერთი ვერ გამიგია: რატომ გავყვირი მე აქ რომ ცუდი მორწმუნე ვარ, როცა საერთოდ არ მეშინია იმ კოვზის და რატომ მარიგებენ დღეს ჭკუას ის მორწმუნეები, რომლებიც გუშინ თავს დებდნენ სარწმუნოებაზე?

თუ უფლის გჯერა, თუ მისი სიყვარული და იქვე შიშიც გაქვს გულში-რა კოვზზე ტირიხარ შე დალოცვილო?????
თუ მისი არსებობის გწამს, მაშინ ისიც ხომ უნდა იცოდე: როცა მოუნდება, მაშინ მოგკიდებს ხელს და წაგიყვანს?
კორონას არ დაელოდება, ერთი წამი ჭირდება სულ რომ ამ ქვეყანას მოგაშოროს!
მერავიცი, თავს თქვენ დებდით, თქვენ წერდით აქ ლოცვებს და გიფებსაც თქვენ მიგზავნიდით, თორე
მე რა…
ერთი უხეირო ქრისტიანი ვარ.

და ისედაც, რა უხერხული თემაა
ამდენი შპაგაობა სტატუსებით
ზიარებაზე.
ჯერ სადა ვართ! ეს ვირუსი კიდევ იმდენ რამეს ახდის ფარდას, ეეჰ…
ტკბილი ძილი ყველას, სიმშვიდე და ცოტა მეტი რწმენაც არ გვაწყენდა. არავის.

Facebook Comments
%d bloggers like this: