რუსეთიდან იტალიაში 100 ექიმი ვირუსოლოგი მიემგზავრება

რუსეთი იტალიას, კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად, სამედიცინო დახმარებას სამხედრო თვითმფრინავებით გაუგზავნის. ამ მიზნით უკვე მობილიზებულია თავდაცვის ძალების 9 თვითმფრინავი.

შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გუშინ შედგა.

რუსეთი იტალიას სამხედრო ექიმების 8 გუნდით, სადეზინფეციო საშუალებებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება.

სააგენტო „ინტერფაქსი“ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთიდან იტალიაში გაემგზავრება ასევე 100-მდე ექიმი ვირუსოლოგი.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს იტალიაში კორონავირუსით 800-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფექცია 53 578 ადამიანს აქვს დადასტურებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: