79 წლის პლასიდო დომინგოს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ცნობილ საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს კორონავირუსი აღმოაჩნდა. 

მომღერალმა თავის დიაგნოზთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური ვალია გაცნობოთ, რომ Covid 19 – კორონავირუსი დამიდგინა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში დავრჩებით მანამ, სანამ ამას მედიკოსები მოითხოვენ. ამჟამად ყველანი კარგად ვართ, მაგრამ მე ცხელება და ხველა მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტესტის გაკეთება და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, – წერს დომინგო.

მანამდე მომღერალმა კრიზის გამო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენილების დასახმარებლად 500 000 დოლარი გამოყო.

Facebook Comments

ახალი დადებული