გერმანიაში 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

გერმანიამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყანაში 2 ადამიანზე მეტი შეკრება აკრძალა. ეს არ ეხება პირებს, ვინც ერთი ოჯახის წევრია. ინფორმაციას independent ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 22 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია- 84 ლეტალური შემთხვევა.

კანცლერ ანგელა მერკელის თქმით,  საშიშროება პირდაპირ სოციალურ ურთიერთობებშია. მერკელი ამბობს, რომ წესრიგის დამრღვევთა მიმართ მკაცრი ზომები გატარდება. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: