ბერლინიდან თბილისში პირველი სპეცრეისი სრულდება

სპეცრეისის თბილისი-ბერლინი-თბილისის თვითმფრინავი გერმანიიდან უკვე გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, მოქალაქეების ბერლინში მობილიზება გერმანიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.

საქართველოს მოქალაქეები თბილისში დაახლოებით 3 საათში ჩამოვლენ.

ცნობისთვის, საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე ორი კვირით საკარანტინო ზონებში მოთავსდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: