დღეს ყველამ, არათუ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობას მკაცრი გადაწყვეტილებების გატარებაში, არამედ, ხელიც უნდა შევუწყოთ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე

,,მხარს ვუჭერ ყველა იმ მკაცრი ღონისძიების გატარებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

შეკრებების შეზღუდვა უნდა ეხებოდეს ყველას, მათ შორის რელიგიურ შეკრებებს, განურჩევლად აღმსარებლობისა.

ამ ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით უჭირს გამბედავი, თამამი ნაბიჯების გადადგმა. ცალკე ოპოზიციის რეაქცია აშინებთ, ცალკე გავლენიანი ინსტიტუტის, რომელსაც საპატრიარქო წარმოადგენს და ცალკე – საზოგადოების, ელექტორატის განაწყენება არ სურთ, მეტიც მათ გულის მოგებასაც კი ცდილობენ

წყდება ჩვენი და ჩვენი შვილების, მშობლების, ახლობლების, უცნობების, ნაცნობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში – ხალხი ყველაფერს ხედავს.

ამდენად, დღეს ყველამ არათუ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობას მკაცრი გადაწყვეტილებების გატარებაში, არამედ ხელიც უნდა შევუწყოთ რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადადგას გამბედავი, თამამი ნაბიჯები და ჰქონდეს იმედი, რომ არავინ ზურგში არ ჩავარტყავთ დანას – არც ოპოზიცია, არც საზოგადოება.

ყველამ გავიაზროთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართოდ გავრცელება, ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც მთავარია თვითშეზღუდვა – სახლში დარჩენა, თორემ თუ ეპიდემიამ იფეთქა, ვერც ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს, ვერც მედპერსონალი გვეყოფა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით!

გადაივლის ეს კრიზისი და ვირუსის დამარცხების შემდეგ, ყველა – ოპოზიციაც და საზოგადოებაც ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქართული ოცნება არ იყოს იქ, სადაც დღესაა – ხელისუფლებაში. მაგრამ ახლა სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ამის დრო არ გვაქვს.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია

Facebook Comments
%d bloggers like this: