ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 4 პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 30 პაციენტიდან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარება სერიოზულია.

აღნიშნულის შესახებ კლინიკის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ოთხ პაციენტს სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებიც აქვთ. ექიმის თქმით, პაციენტების მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და მზარდი პროგრესირება არ შეიმჩნევა.

“ამ ეტაპზე, 30 პაციენტი მკურნალობს, ხუთმა დატოვა. ამ 30-დან 4 პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულია, პრობლემური პაცინეტებია. ეს პრობლემურობა განპირობებულია ასაკობრივი ზღვარით, ოთხივესთან ასაკობრივი ზღვარია, ერთ-ერთ მათგანთან მაღალი ასაკობრივი ხანდაზმულობაა და პარალელურად არის მძიმე დაავადებები. ერთთან მძიმე ნევროლოგიური დაავადებაა, მეორესთან ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან და მზარდი პროგრესირება არ შეიმჩნევა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაია.

ცნობისთვის, საქართველოში 23 მარტის მონაცემებით ახალი კორონავირუსით 54 ადამიანია ინფიცირებული. გამოჯანმრთლდა 8 ადამიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: