ირანში კორონავირუსთან ალკოჰოლით “მებრძოლი” 200–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანში 219 ადამიანი იმსხვერპლა ჭორებმა, თითქოს სპირტიანი სასმელი კუორონავირუსისგან განკურნების საშუალებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ თებრიზის სამედიიცინო უნივერსიტეტის მონაცემებით, მხოლოდ ამ რეგიონში ალკოჰოლით 230 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან 20 გარდაიცვალა. დანარჩენი 199 ადამიანი ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებში გარდაიცვალა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ირანის პროვინცია ფარსში 50 ტონა ალკოჰოლი ამოიღეს და ბუტლეგერებიც დააკავეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: