კორონავირუსით დაინფიცირებულ მარნეულელ ქალს ოჯახში 15 წევრი ყავს

კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს ოჯახში 15 წევრი ჰყავს,-ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ტვ-პირველის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქალბატონს რამდენიმე დღის წინ დედის წლისთავი ჰქონდა, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. 

სულეომანოვი პრემიერის გადაწყვეტილებას მარნეულისა და ბოლნისის საკარნტინო ზონად გამოცხადების შესახებ დადებითად აფასებს.

„მარნეულში ძალიან დიდი აჟიოტაჟია, ქუჩებში კაციშვილი არაა, მე ვიცნობ ამ ქალბატონის ოჯახს, სადაც 15 კაცი ცხოვრობს. 11 მარტს იყო წლისთავი, ამის შემდეგ 12 დღე გავიდა. ამ ქალს სერიოზული ოპერაცია აქვს გაკეთებული, საკარანტინო ზონად მარნეულის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება იყო. მთავრობას ვთხოვ, მიაქციოს ყურადღება ამ ოჯახს. არ ვიცით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება, ახლა არც ბოსტნეულის სეზონია.დაკეტილია ყველაფერი, მარტო სურსათის მაღაზიები მუშაობს, ოჯახებს შემოსავალი რა ექნება არ ვიცით, რა იქნება ხვალ, არავინ იცის“,-აცხადებს აზერ სულეიმანოვი. 

ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, მარნეულში ხალხი შეშინებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ეს ქალბატონი მაღაზიაში მუშაობდა და უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით კი ამ ქალის და ადრე მოთავსებული იყო მარნეულის საავადმყოფოში, თუმცა მან დამალა, რომ აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა და ამის გამო, არ მოხდა მისი შემოწმება კორონავირუსზე. მისივე თქმით, აღნიშნულ ქალს დღეს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, 62 წლის მარნეულელი ქალი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: