კორონავირუსისგან მსოფლიოში უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

კორონავირუსის გარშემო პერმანენტულ ნეგატიურ ამბებთან ერთად პოზიტიური სიახლეებიც ვრცელდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 100 000-ს გადასცდა. 8-მდე გაიზარდა განკურენულთა რიცხვი საქართველოშიც.

დაავადების გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო და დღეს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული, როგორც რაოდენობრივად, ასევე პროპცენტულად დღეს ჩინეთზე მოდის. ჩინეთში 81 100 ინფიცირებულიდან 89.6%-ზე მეტი – 72 700 უკვე განიკურნა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 8376 ადამიანი გამოჯანმრთელდა ირანში, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებით ირანიდან წამოსული ნებისმიერი ინფორმაცია სანდოობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა.

7000-ზე მეტი განკურნებული ჰყავს იტალიას, 3000-ზე მეტი ესპანეთსა და კორეას, 2000-ზე მეტი საფრანგეთს.

რაც შეეხება რეგიონს, საქართველოში 8 ადამიანია გამოჯანმრთელებული, სომხეთში – 2, აზერბაიჯანში 11, რუსეთში – 17, თურქეთის გრაფა კი ჯერჯერობით ცარიელია.

Facebook Comments
%d bloggers like this: