Advertisements
პოლიტიკა

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გაძლიერებულ საკარანტინო რეჟიმზე გადადის, შეიზღუდება გადაადგილება

სიტუაცია საკმაოდ რთულია და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მარნეულისა და ბოლნისის გადაყვანა მკაცრ საკარნტინო რეჟიმზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან ამ ორი მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახის კარდაკარ შემოვლა მოხდება ინფიცირებული ადამიანების გამოსავლენად.

„მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხეხრდა, დღეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90-მდე კონტაქტი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია და აქედან გამომდინარე, მინუციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით შეიზღუდება გადაადგილება. 

საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს შინაგან საქმეთა სამინიტრო. მარნეულის კლინიკა ჯეოჰოსპიტალი, სადაც ეს ქალბატონი იწვა, გადადის კარანტინზე, ახლოს კი განთავსდება საველე კლინიკა“,-განაცხადა მან.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured