მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ინფორმაციით, მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.

როგორც აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა საჭიროა მათი გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია.

“ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით არის 1700-მდე უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, – განაცხადა ზოიძემ.

მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: