ნიკოლოზ გამყრელიძე: გაუფრთხილებლობით შეიძლება მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს შეიძლება ჩვენი ახლობელი აღმოჩნდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ.

გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა.

“ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას”, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ცნობისთვის, 7 მარტს ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავად გაასაჯაროვა.

Facebook Comments
%d bloggers like this: