პაატა იმნაძე: მარნეულის შემთხვევაზე გამოკვლეულ 3 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე ჩაუტარდა კვლევა 3 მათგანს და სამივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია”, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონტაქტები უკვე დადგენილია და მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გამოკვლევა.”

ახლო კონტაქტში მყოფი 90-მდე პირის ვინაობა დადგენილია, ისინი იმყოფებიან იზოლაციაში და მიმდინარეობს მათი გამოკვლევა”,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: