საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.

61 ადამიანიდან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მის ცენტრში მოთავსებულ პაციენტთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარება ძალიან მძიმეა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ენდელაძის თქმით, თავდაპირველად მათი მდგომარეობაც მძიმე იყო, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან.

„ამჟამად ჩვენთან არსებული პაციენტებიდან ორი არის ძალიან მძიმე, საყურადღებო. პროგნოზს ვერ გეტყვით, თუმცა არ ვაკლებთ არაფერს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. დრო გვაჩვენებს არიან ისეთებიც, რომელთა შესახებაც ვერაფერს გეყვით, თუმცა მათი დამძიმებაც შესაძლებელია.

გუშინ უკვე გაცხადდა, რომ გვყავს 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ რვიდან ერთი იყო მძიმე, ორს ჰქონდა ფილტვების ანთება, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა სრულიად ჯანმრთელები არიან“,- განაცხადა ენდელაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: