სოზარ სუბარი – მარნეულში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის ინფორმაციით, მარნეულში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა.

როგორც სოზარ საუბარმა განაცხადა, მარნეულში დაკეტილია ყველა ობიექტი გარდა, სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და პურის საცხობების.

„მარნეულში სრული სიმშივიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო რომ არ უნდა დაკეტილიყო. ეს არის მაგალითად პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია ბანკი. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ საველე სამუშაოებზე და შეასრულონ, თუმცა ძალიან მკაცრი წესების დაცვით. მანქანაში არ უნდა იჯდეს ორ ადამიანზე მეტი. არ მოძრაობენ ავტობუსები, მიკროავტობუსები და ა.შ. შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები. ყველა ჯგუფში არის თითო ექიმი. ესენი არიან განკუთვნილი, რათა თითოეულ ოჯახში შევიდნენ. თავადაპირველად დაიწყებენ იმ სოფლებისა და უბნების შემოწმებას, სადაც ყველაზე მეტი შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და სადაც ჰქონდათ კონტაქტები, ხოლო შემდეგ გადავლენ დანარჩენ მოსახლეობაზე. მოხალისეთა  ჯგუფების შექმნა გრძელდება, რომლებიც დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, მოხუცებულებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა ის აუცილებელი საჭიროება, რაც აქვთ ან ვთქვათ, თუკი ასაღები აქვთ პენსია და არის ადამიანი ასაკოვანი, მათ ნაცვლად წავლენ, მოემსახურებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მარნეულში მყოფი მოხალისეები ადგილობრივები არიან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: