არის თუ არა საქართველოში ე.წ. აფრიკული კალია – სესი განმარტებას აკეთებს

In this photo taken Saturday, Feb. 1, 2020, desert locusts jump up from the ground and fly away as a cameraman walks past, in Nasuulu Conservancy, northern Kenya. As locusts by the billions descend on parts of Kenya in the worst outbreak in 70 years, small planes are flying low over affected areas to spray pesticides in what experts call the only effective control. (AP Photo/Ben Curtis)

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებულ კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.

მათი განცხადებით, ეს ენდემური სახეობაა. 

“ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას. მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა, გაუმართლებელია.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიკფოტოების და ნიუსების გავრცელებისაგან”, -ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: