აფრიკელი ლეგენდარული საქსოფონისტი მანუ დიბანგო კორონავირუსით გარდაიცვალა

აფრიკელი ლეგენდარული საქსოფონისტი, მანუ დიბანგო, კორონავირუს „კოვიდ 19“-ით პარიზში გარდაიცვალა.

„ბიბისი“-ს ინფორმაციით, დიბანგო, რომლის ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნომერი, 1972 წელს შექმნილი, „სოულ მაკოსაა“, ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ვარსკვლავია, რომელიც „კოვიდ 19“-ით დაიღუპა.

კამერუნელი მანუ დიბანგო, ჯაზისა და ტრადიციული ბგერებით შეზავებული ფანკ მუსიკის კომპოზიციებით იყო ცნობილი.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, დიბანგო ბევრ არტისტთან თანამშრომლობდა, მათ შორის ამერიკელ პიანისტთან, ჰერბი ჰენკოკთან და ნიგერიელ აფრობიტის პიონერთან, ფელა კუტისთან.

მანუ დიბანგო რელიგიურ, პროტესტანტების ოჯახში გაიზარდა და მისი მუსიკალური გავლენა ეკლესიისგან მოდიოდა.

მოგვიანებით, დიბანგომ ბევრი გავლენა განიცადა და კარგად იყო ცნობილი თავისი ეკლექტური სტილით.

მანუ დიბანგო საფრანგეთის საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც ასევე შეისწავლა საქსოფონზე დაკვრა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: