ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გადაყვანილი ხუთი პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გადაყვანილი ხუთი პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ანალიზების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საკარანტინო სივრციდან ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ოთხი პაციენტი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.

ინფექციურში რჩება ხუთი ინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მხოლოდ ერთს აღენიშნება შედარებით მაღალი ტემპერატურა.

საკარანტინო ზონაში აჭარაში 1100-მდე პირია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: