დღეს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, საბერძნეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს სამშობლოში დააბრუნებენ.

ქართველების ჩამოსაყვანად რეისს კომპანია “ეგეოისი” შეასრულებს.

“რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ეგეოსის” თვითმფმრინავი საქართველოს დროით თბილისში 17:40 საათზე დაეშვება.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიიდან სპეციალური რეისი შესრულდა და ბერლინში დარჩენილი საქართველოს მოქალაეები სამშობლოში დაბრუნდნენ.

როგორც ცნობილია, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

Facebook Comments
%d bloggers like this: