ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დღეს ქვეყანაში ორი ტიპის რეჟიმი მოქმედებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობა არ შეჩერებულა

არნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

თურნავას განმარტებით, კორონავირუსის გამო, დღეს საქართველოში ორი რეჟიმი მოქმედებს.

“საქართველოში გვაქვს ორი ტიპის რეჟიმი. ერთია ის რეჟიმი, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებს. და გვაქვს უფრო მსუბუქი რეჟიმი, რომელიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს.

მინდა განვმარტო, რომ მარნეულისა და ბოლნისის გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება. შეზღუდვა არ ეხება საწარმოებს, სხვადასხვა მომსახურების სფეროს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მშენებლობას და სხვა აქტივობებს. მთავრი არის დავიცვათ წესები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაწვდიან”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: