ელონ მასკმა TESLA-ში დამზადებული 1000 სასუნთქი აპარატი ლოს ანჯელესის კლინიკას გადასცა


ელონ მასკის კომპანიამ სასუნთქი აპარატების წარმოება დაიწყო და 1000 ცალი უკვე გადასცა ლოს ანჯელესის კლინიკას,-ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.

გუბერნატორის თქმით, ელონ მასკი უკვე მუშაობს საავადმყოფოების ასოციაციასთან და სხვა უწყებებთან, რომ რეალურ დროში მოხდეს აღნიშნული აპარატების დამონტაჟება.

„ეს გმირული ძალისხმევაა“,-აცხადებს გუბერნატორი. 

ცნობისთვის, COVID-19-ის აფეთქების გამო, გაჩნდა სასუნთქი აპარატების დეფიციტი, კომპანია tesla-ს ზოგიერთმა თანამშრომელმა ელონ მასკის  ყურადღება ამ საკითხს მიაპყრო და მართლაც, 18 მარტს მასკმა განაცხადა, რომ იწყებს აპარატების წარმოებას. 

Facebook Comments
%d bloggers like this: