ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 325 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 325 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადად გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 2696-მდე გაიზარდა.

4 537-ით მოიმატა ინფიცირებულთა რიცხვმაც და ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 39 673 ადამიანს აქვს დადასტურებული.

სპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთაგან 3 საქართველოს მოქალაქეა.

ამ დროისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს 196 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვმა, მთლიანობაში, 17 138 შეადგინა.

Facebook Comments
%d bloggers like this: