თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ოჯახის წევრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით,  საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ 67 შემთხვევაში შედის მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ოჯახის ოთხი წევრი.

ცერცვაძის თქმით, როგორც აქვს ინფორმაცია, ოთხივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიელებელია.

„67 დადასტურებულ შემთხვევაში მითვლილია მარნეულში დაინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ოჯახის წევრები,

ოჯახის ოთხი წევრი. ჯერ არსად არ იყვნენ გადაყვანილი, მათი გადაყვანის ორგანიზაციას ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებდა. ტელეფონის საშუალებით რა ინფორმაციაც მაქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: