მარინა ეზუგბაია- იმედია, უფალი მოწყალე იქნება ჩვენს მიმართ, ის არ დაგვემართება, რაც სხვა ქვეყნებს

ქვეყანაში  ამ წუთისთვის კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევაა, -ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოს მე-9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. 

„როგორც იცით, ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანი საკარანტინო ზონაში გადაყავთ, ან მიდიან თვითიზოლაციაში. ეს 5 ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, წყარო ამერიკაა, ნიუ იორკი, ორი არის ერთი ოჯახიდან, დანარჩენი ცალკე. მოგვმართეს გუშინ, როდესაც სიმპტომები შენიშნეს.

ჩვენს ცენტრში არის 3 მძიმე ავადმყოფი, ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება, მეორესთან დიაბეტი, მესამეს კი, ნევროოგიური დაავადება აქვს. ყოველდღიურად კლინიკურ მონაცემებში სტაბილიზაცია ჯერ არ გვაქვს მიღებული, თუმცა არც მკვეთრი გაუარესებაა, რაც იმედს გვაძლევს“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ იმედია, საქართველო ღვთის წყალობით გადარჩება.

„ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იმედია, უფალი მოწყალე იქნება ჩვენს მიმართ, ის არ დაგვემართება, რაც სხვა ქვეყნებს“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: