მარნეულში, “ჯეოჰოსპიტალსის” ექიმებს და პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

კორონავირუსზე მარნეულში არსებული “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკის სამედიცინო პერსონალის ტესტირების შედეგები უარყოფითია. ასევე, არ დაუდასტურდა კორონავირუსი კლინიკაში გუშინ შეყვანილ სამ პაციენტს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის წარმომადგენელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მარნეულში “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კლინიკის არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა კორონა ვირუსი! ასევე, გუშინ შეყვანილი 3 პაციენტიდან არც ერთი არ არის დადებითი”,- წერს ნინო კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში “ჯეოჰოსპიტალსის” ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ის ამჟამად მკურნალობას თბილისში აგრძელებს, ხოლო კლინიკაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინია გამოცხადებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: