ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები -პაატა იმნაძე ჰომოეპათიური მკურნალობაზე

Nusagi

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის სამკურნალოდ თვითმკურნალობის არცერთი მეთოდი არაა ეფექტური. აღნიშნულით იმნაძე  კორონავირუსის ჰომოეპათიური მკურნალობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ვისაც გვჯერა გაგვატარეთო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ. ? ეს რომ წამალი იყოს და შველოდეს, წაიყვანდნენ მას თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ გადაარჩინონ ის ქვეყნები, ხომ? წავიდნენ და დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ცოდოები არიან. ჩვენ კარგად ვართ“ , – განაცხადა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: