პუტინმა კორონავირუსიანი პაციენტები მოინახულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსიანი პაციენტები მოინახულა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

დღის მეორე ნახევარში ვლადიმერ პუტინი მოსკოვის დასახლება კომუნარკას N40-ე საავადმყოფოში მივიდა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა. შემდეგ კი ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის მქონე პაციენტების მონახულება გადაწყვიტა, რისთვისაც მას სპეციალური ეკიპირების ჩაცმა მოუწია.

პაციენტის თქმით, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ეწვია, პრეზიდენტმა მას ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა, რამდენად კმაყოფილი იყო ის საავადმყოფოში არსებული პირობებით.

ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსი 495 პაციენტს აქვს დადასტურებული, გარდაცვლილია 1 ადამიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: