რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე

მთავრობის ადმინსიტრაციაში უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა იმ შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ამ დროისთვის მოქმედებს.

„ მიმოსვლის შეზღუდვა. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის მიმოსვლა: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ.

ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა, გარდა ემ-2 და ემ-3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.

თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა ემ-2 კატეგორიისთვის.

საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვები:

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი. შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუკი ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი. 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ადინისტრაციები ვალდებულები არიან გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუ მათი ადგილზე წარდგენა არ არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი.

აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი- ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ასევე, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა“- განაცხადა იტრაკლი ჩიქოვანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: