რომელ დაწესებულებებშია დასაშვები 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა-მთავრობის განმარტება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, თუ სად და რომელ დაწესებულებებშია ნებადართული 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

“10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია ტრანსპორტში თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში. თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. საქმიანობის შეჩერება არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო, ქიმიისა და ჰიგიენის, პესტიციდების, აგრო ქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქვეყანაში კორონავირუსით სულ 67 პირია ინფიცირებული. მათგან ოთხის მდგომარეობა, მძიმეა.

Facebook Comments
%d bloggers like this: