რუს ფეხბურთელს ბელარუსის ჩემპიონატში ორი მატჩის 22 ათას დოლარად „გაყიდვა“ ბრალდება

ბელარუსში მიმდინარეობს საქმის მოსმენა ჩაწყობილ მატჩზე საფეხბურთო კლუბ „გომელის“ მონაწილეობით. საქმის მასალებში ფიგურირებს მხოლოდ ერთი მოთამაშე – რუსი დმიტრი აიდოვი.

როგორც „პრესბოლი“ წერს, ფეხბურთელმა „გაყიდა“ ბელარუსის უმაღლესი ლიგის მატჩი „ბატე“-ს (2018 წლის 13 ივნისი) წინააღმდეგ, აგრეთვე, მატჩი ბრესტის „დინამოსთან“ (2018 წლის 29 ივნისი). პირველი შეხვედრა 0:3 დასრულდა, მეორე – 0:6.

„ბატე“-სთან მატჩისთვის აიდოვმა ყოფილი ფეხბურთელისგან ვიქტორ ბოროვიცკისგან 12 ათასი დოლარი მიიღო, „დინამოსთან” მატჩისთვის – 10 ათასი. როგორ ნაწილდებოდა ფული გუნდში და საერთოდ ნაწილდებოდა თუ არა – გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა.

37 წლის აიდოვი რუსეთში თამაშობდი „ვოლგას“, „ნიჟნი ნოვგოროდის“, „ტორპედოს“, „ანჟისა“ და „არსენალის“ შემადგენლობაში. დღეს ის რუსეთის სამოყვარულო ჩემპიონატში გამოდის.

Facebook Comments
%d bloggers like this: