საქართველოში, კარანტინში კიდევ 735 პირი მოათავსეს

Nusagi

საქართველოს საკარანტინო ზონებში კიდევ 735 ადამიანი მოათავსეს, რის შედეგადაც კარანტინში მყოფთა საერთო ოდენობა 4055-მდე გაიზარდა. კლინიკებში ექიმების დაკვირვების ქვეშ კი უკვე 252 ადამიანი იმყოფება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საკარანტინო ზონებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება და ამისთვის სახელმწიფო მუშაობას განაგრძობს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 66 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო კიდევ ერთს კლინიკიდან დღეს გაწერენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: