„რომის პაპის ცეკვა“ whatsapp-ში პანიკის გამომწვევი ყალბი გზავნილია

სოციალური აპლიკაციის, WhatsApp-ის   მომხმარებლებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ეგზავნებათ შეტყობინება, რომელიც მათ ამცნობს, რომ ხვალ ისინი მიიღებენ ვიდეოებს სახელწოდებით  „რომის პაპის ცეკვა“ ან „მარტინელი“. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ამ ვიდეოების მეშვეობით მოხდება ვირუსული შეტევა და მომხმარებლებმა არავის არ უნდა გაუგზავნონ.

რეალურად, მსგავსი ვიდეო არ არსებობს, მესიჯი კი, თავად ვირუსია, მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ემსახურება და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

independent-ის ინფორმაციით, ამ სახელწოდების ყალბი მესიჯები წლებია, რაც არსებობს და დროდადრო სხვადასხვა სოციალური აპლიკაციის პლატფორმებზე პანიკის გამოსაწვევად იყენებენ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: