ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების რაოდენობა გაიზარდოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში საწოლფონდის რაოდენობა მოთხოვნას აჭარბებს, ამიტომ კორონავირუსთან მიმართებაში, პრობლემების შექმნას გამორიცხავს.

საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე მხოლოდ ამბულატორიული პაციენტებისთვის გამოიყენება, რადგან მათ კლინიკებში სიარული არ მოუხდეთ.

“სანამ კარვებამდე მივალთ, ჰოსპიტალური სექტოტრია და მისი გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს. საქართველოს, ზოგადად, მოსახლეობასთან მიმართებით საწოლფონდი აქვს უფრო მაღალი. სუნთქვის აპარატების რაოდენობაც გვაქვს უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყნებს – თუნდაც ბალტიისპირეთის ან ევროპის ქვეყნებს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ჯანდაცვის სისტემის ჭარბ ინფრასტრუქტურაზე და თუ დაგვჭირდა, ამის გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. არ გამოვრიცხავ, რომ საველე ჰოსპიტალი იყოს საჭირო, როგორც მარნეულში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ საველე ჰოსპიტალს ვიყენებთ მხოლოდ ამბულატორული პაციენტების ნაკადებისთვის, რათა ამდენმა ადამიანმა არ იაროს საავადმყოფოს შენობაში და გარეთ მოხდეს მათი საწყისი შეფასება. ასე რომ, თუ კარვები დაგვჭირდება, როგორმე ვიშოვით”,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, საველე კარავი მარნეულშია განთავსებული, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც 62 წლის ქალს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ქალაქი მძიმე საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის 67 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა

Facebook Comments
%d bloggers like this: