Advertisements
სპორტი

ჰალანდი მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება

მადრიდის „რეალი“  ახალი ცენტრალური ფორვარდის ადგილზე სამ კანდიდატს განიხილავს.

იტყობინებიან, რომ ესპანური კლუბი ინტერესდება ერლინგ ჰალანდით „დორტმუნდიდან“, ლაუტარო მარტინესით „ინტერიდან“ და ტიმო ვერნერით „ლაიპციგიდან“. ამასთან, „რეალისთვის“ პრიორიტეტად რჩება 19  წლის ჰალანდი, რომელიც დორტმუნდულ კლუბში „ზალცბურგიდან“ ამ ზამთარს გადავიდა.

გაზეთ „მარკას“ მიაჩნია, რომ კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ნორვეგიელ ფეხბურთელზე ფასი დაეცემა. დღეს, ჰალანდი 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

სკანდინავიელმა ბუნდესლიგის რვა მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და ცხრა გოლი გაიტანა.

Facebook Comments
Advertisements