აშშ-ში COVID-19-ით ბავშვი გარდაიცვალა


ლოს ანჯელესში ახალი კორონავირუსით ბავშვი გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ში, როდესაც ჩინურმა ვირუსმა 18-წელზე ნაკლები ასაკის ადამიანი შეიწირა. ინფორმაციას dailymail ავრცელებს. ბავშვის ზუსტი ასაკი და ვინაობა არ სახელდება.

როგორც ლოს ანჯელესის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ეს არის შეხსენება, რომ COVID-19 არ არჩევს ბავშვს და ზრდასრულს. მისივე თქმით, უარესი ჯერ კიდევ წინ არის. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: