გლობალურმა ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო? – ბირჟის ინდექსები მთელ მსოფლიოში გაიზარდა

ბოლო 2 თვეში ჯამურად თითქმის 40%-იანი ვარდნის შემდეგ ამერიკული ბიჟის ინდექსებმა ორნიშნა ზრდა დაიწყო. იქნება თუ არა ეკონომიკური გამოცოცხლება განგრძობადი უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ აღემატებოდა, ამერიკულმა ბირჟის ინდექსებმა ვარდნა დაიწყო. იყო შემთხვევები, როდესაც სრული კოლაფსის ასაცილებლად ვაჭრობა დროებით შეჩერდა. დღეს აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 55 000-ს აღწევს და მათი რიცხვი ყოველდღიურად 10-11 ათასით იზრდება, თუმცა 24 მარტს Dow Jones-მა 11.4%-იანი ზრდა აჩვენა, 8.1%-ით გაიზარდა Nasdaq, S&P 500 – 9.4%-ით.

როგორც წესი აქციების ფასის პანიკურ ზრდას ან კლებას შემობრუნების მრუდი გააჩნია და რაღაც მომენტში ის აუცილებლად კორექტირდება, თუმცა ინდექსებზე გავლენა ტრამპის განცხადებამ მოახდინა. პრეზიდენტის თქმით ის ვერ დაუშვებს ქვეყნის 3-4 თვიან გაჩერებას და ბიზნესები შეძლებისდაგვარად მოკლე დროში თავიდან გაიხსნება.

მკაცრ კარანტინზე გადასვლის მიუხედავად მონიტორები გამწვანდა ბრიტანეთშიც და FTSE 100-ის ინდექსი 9.9%-ით, 9%-ით გაიზარდა.

8-10 პროცენტის ფარგლებში გაზრდილია მადრიდის, ფრანკფურტისა და ამსტერდამის ბირჟის ინდექსებიც.

Facebook Comments
%d bloggers like this: