დავით ვაშაძე – მნიშვნელოვანია, რომ ვირუსს ორგანიზმი გაძლიერებული შეხვდეს

როდესაც ადამიანს ემართება ვირუსი, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მისი ორგანიზმი შემზადებული იყო ამისთვის, იმუნიტეტი კი, გაძლიერებული. ყველაზე  მარტივი მიდგომაა მოწესრიგებული ცხოვრების წესი, 3- ჯერადი კვება, სრულფასოვანი ძილი. სწორედ ეს მარტივი რჩევები იძლევა იმუნიტეტის გაძლიერების უდიდეს შედეგს,-ამის შესახებ ფიტოთერაპევტმა დავით ვაშაძემ ტვ-პირველის  ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კვების რაციონი.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ მხრივ მოსახლეობა ცოტა შეზღუდულია, მეტ- ნაკლებად ყველას შეუძლია მოემზადოს იმისთვის, რომ ნებისმიერი რესპირატორული დაავადება გადაიტანოს მარტივად. ამ მზაობისთვის საჭიროა:  პირველი და მარტივი ხერხი – ხახვი და ნიორი, ეს ფასდაუდებელი საშუალებაა. როცა ხახვსა და ნიორს ვჭამთ, ხდება საჭმლის მონელების დროს მისი ცირკულაცია და ხელს უშლის  ვირუსული მიკრობების გავრცელებას ორგანიზმში.  ეს კი დიდი საშუალებაა ძლიერი იმუნიტეტისთვის. ასევე მიხაკის პატარა ყვავილები, რომელსაც გააჩნია ანტივირუსული მოქმედება, ასევე მუსკატს. ოღონდ მთავარია რომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით.

მაგალითად, მიხაკის ყვავილები. დღის განმავლობაში დღის რაციონია 2-3 ცალი. თუ ადამიანს აწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ასეთ შემთხვევაში, თუ დაუმატებს წყალს, განეიტრალდება მისი ზემოქმედება, თუმცა სარგებლობა იქნება იგივე.  კარგია წიწვების ნახარში, ნებისმიერს შეუძლია მოიძიოს ფიჭვის, ნაძვის ნაყენი, ესეც საუკეთესო ანტივირუსული საშუალებაა. მნიშვნელოვანია მცენარეების ჰიგიენის დაცვა, გარე კანის გასუფთავება, მაშინ ამას უკუჩვენება არ ექნება. მაგრამ ჰიგიენის დაცვაში იგულისხმება სადეზინფექციო საშუალებით დაშმავება. რაც შეეხება მიხაკს, უნდა ჩავღეჭოთ და დავაყოლოთ წყალი. მიხაკი ინარჩუნებს მის თვისებებს  ნაყენის დამზადების დროსაც და ითვლება საუკეთესო სადეზინფიქცეიო საშუალებად.  ძალიან კარგია კრაზანას ნაყენი, ეს არის დღის ანტიდეპრესანტი, კალინდულა, გვირილის ჩაი, ეს მხოლოდ იმისთვის რომ მოგვეხსნას სტრესი. სტრესი იწვევს უძილობას, რასაც დიდი უკუჩვენება აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. და საერთოდ, დასაწყნარებლად ყველა წამალი არის ინდივიდუალური. აუცილებლად უნდა მიიღოთ რაიმე ანტიდეპრესანტი თუნდაც შოკოლადი, რომ მოიწესრიგოთ ღამის ძილი. რაც შეეხება ღვინოს, შეიძლება მიღება საღამო საათებში. ვინაიდან მასაც გააჩნია ანტივირუსული მოქმედების უნარი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აქტიური ხასიათის“,-აცხადებს ექიმი ფიტოთერაპევტი. 

მისივე თქმით, კარანტინის წესების დაცვა აუცილებელია და თუ საჭირო გახდება, წესების გამკაცრებაც უნდა მოხდეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: