Advertisements
უცხოური მედია

ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით ჩინეთს გაასწრო

კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობის მიხედვით იტალიის შემდეგ ჩინეთს ესპანეთმაც გაასწრო. 25 მარტს ინფიცირების 5552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მსხვერპლის რიცხვი კი 443-ით 3434-მდე გაიზარდა.

ესპანეთი დღის განმავლობაში მონაცემებს რამდენჯერმე აახლებს და შესაბამისად ეს რიცხვები საღამომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ დროისათვის ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 47 610-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 982 მოქალაქიდან 1-ს COVID 19 უდგინდება.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში სწრაფად იზრდება სიკვდილიანობია კოეფიციენტი და ის უკვე 7.19%-ს აღწევს. საწოლი ადგილების სიმცირის გამო მადრიდში რამდენიმე საველე ჰოსპიტალია გახსნილი.

ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ესპანეთი ჩინეთის, იტალიისა და შეერთებული შტატების შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს, გარდაცვალებულთა რაოდენობის მიხედვით კი უკვე მეორეს, იტალიის შემდეგ.

Facebook Comments
Advertisements