თუ მოსახლეობამ რეკომენდაციები არ შეასრულა, შესაძლოა, მივიღოთ ის, რაც მარნეულსა და ბოლნისში

ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ და რეკომენდაციის უფრო მაღალი ხარისხით შესრულებაა საჭირო,-ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ ყოველდღე ვიკრიბებით საბჭოს ფორმატში, ვაფასებთ, ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს, მაგრამ თუ მოსახლეობამ რეკომენდაციები არ შეასრულა, შესაძლოა, მივიღოთ ის, რაც მარნეულსა და ბოლნისში. იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ მასიური იზოლაცია, ან მასიური კარანტონის რეჟიმი. მოვერიდოთ თავყრილობებს, სადაც არ უნდა იყოს, ქალაქში, სოფელში, ბირჟაზე თუ სხვაგან.  ტესტები დღეიდან შემოვა, ყოველდღიურად მოიმატებს შემოსვლა და ეტაპობრივად განხორციელდება, თუმცა ტესტი არ არის ხსნა, ხსნა არის რეკომენდაციების შესრულება“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: