Advertisements
უცხოური მედია

კორონავირუსის გავრცელების მცდელობისთვის მამაკაცი ტერორისტული საფრთხის შექმნის ბრალდებით დააკავეს

უორენტონში მამაკაცი ტერორისტული საფრთხის შექმნის ბრალდებით დააკავეს. 26 წლის ადგილობრივი მკვიდრი მაღაზიაში ნივთებს ენას უსვამდა.

„ვის ეშინია კორონავირუსის“,- ამბობს კოდი პფისტერი, რომელმაც ვიდეო თავადვე გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. 

ვიდეო მსოფლიოს ვირუსულად მოედო და უორენტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მათ უკავშირდებოდნენ შეშფოთებული ადამიანები ნიდერლანდებიდან და დიდი ბრიტანეტთდანაც კი. 

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ შეტყობინებებს და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ ვიდეოს შესახებ გაგვაგებინა, რათა ეს პრობლემა აღიკვეთოს“,-ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სასამართლოს მასალებით, ვიდეო 11 მარტს არის გადაღებული მაღაზია Warrenton- ში. პფისტერი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, პროკურორმა კი, ბრალი 24 მარტს წარუდგინა. 

გაკვირვებას იწვევს ის, რომ პფისტერი არ არის პირველი, ვისაც ზედაპირის გალოკვის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები შეექმნა. იმ დროს, როდესაც ოფიციალური პირები მოსახლეობას სთხოვენ, ხშირად დაიბანონ ხელები, არ მიუახლოვდნენ ერთმანეთს და დაიცვან პირადი ჰიგიენა, რათა შეჩერდეს კორონავირუსის გავრცელება, არიან ადამიანები, ვინც პირიქით, გამომწვევად იქცევიან.

Newsweek -ის ინფორმაციით, სურსათი ს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ პოლიციას მიმართა იმის გამო, რომ ხანშიშესული ქალი მაღაზიის მაცივრის კარზე, სახელურს ლოკავდა. როგორც ქალმა მოგვიანებით განაცხადა, ამით ის კორონავირუსს პროტესტს უცხადებდა.  

პფისტერი საპატიმროშია გადაყვანილი. ის ადრე ნასამართლევია ძარცვის, იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისა და ნარკოდანაშაულისთვის. 

Facebook Comments
Advertisements