კორონავირუსის გამო ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა გადადო

ვლადიმერ პუტინმა გადადო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მას პოსტის მეხუთე ვადით შენარჩუნებაში დაეხმარება.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნისადმი ტელემიმართვაში განაცხადა, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელება გახდა.

ხმის მიცემა 22 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა მისი თარიღი უცნობია.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ Covid 19-ის გავრცელების შენელების მიზნით, მომავალი კვირა რუსეთში დასვენების კვირად გამოცხადდება.

10 მარტს რუსეთის დუმის დეპუტატმა, პირველმა კოსმონავტმა ქალმა ვალენტინა ტერეშკოვამ სათათბიროს საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის ინიციატივით მიმართა. დეპუტატებმა მის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: